Home › ხელშეკრულებაზე უარის თქმის უფლება

1. ვადა

შეგიძლიათ მიზეზის მითითების გარეშე უარი თქვათ დისტანციურად (ვებგვერდზე exposhop.ge, ტელეფონით, მესენჯერით ან სოციალური ქსელით) დადებულ ხელშეკრულებაზე 14 კალენდარული დღის განმავლობაში. ვადა აითვლება იმ დღიდან, როდესაც თქვენ ან თქვენ მიერ განსაზღვრულმა მესამე პირმა (გარდა გადამზიდავისა) საქონელი მფლობელობაში მიიღეთ.

2. როგორ გვაცნობოთ უარის შესახებ

14 კალენდარული დღის განმავლობაში გამოგვიგზავნეთ:

თუ 14 კალენდარული დღის განმავლობაში ფორმას ან სხვა განცხადებას არ გამოგვიგზავნით, კარგავთ მიზეზის მითითების გარეშე ხელშეკრულებაზე უარის თქმის უფლებას.

თუ შეკვეთა ანგარიშით გააფორმეთ, უარის განცხადება მოსახერხებელია „ჩემი შეკვეთების“ განყოფილებიდან — ფორმა ავტომატურად შეივსება. ეს სავალდებულო არ არის: ვებგვერდზე განთავსებული ფორმა ხელმისაწვდომია ყველა მომხმარებლისთვის.

3. საქონლის დაბრუნება

საქონელი ბრუნდება მისამართზე: შპს „ექსპო შოპ“, ქ. თბილისი, აკაკი წერეთლის გამზ. 49/51/51ა.

საქონლის დაბრუნების ხარჯს იხდის მომხმარებელი. თუ საქონლის გატანაში დახმარება გჭირდებათ, გატანის პირობები და ღირებულება შეათანხმეთ მენეჯერთან: +995 595 320 700, exposhopge@gmail.com.

4. რა თანხას გიბრუნებთ

გიბრუნებთ თქვენგან მიღებულ ყველა გადახდას, მათ შორის სტანდარტული მიწოდების ღირებულებას. თუ ჩვენ მიერ შეთავაზებულ სტანდარტულ მიწოდებაზე უფრო ძვირი მიწოდების მომსახურება აირჩიეთ, სხვაობა არ ბრუნდება.

5. საქონლის მდგომარეობა

შეგიძლიათ საქონელი დაათვალიეროთ და შეამოწმოთ ისე, როგორც ამას მაღაზიაში გააკეთებდით. პასუხს აგებთ მხოლოდ საქონლის ღირებულების შემცირებაზე, თუ საქონელს ისე მოეპყარით, რაც აღემატება მისი ბუნების, მახასიათებლებისა და ფუნქციონირების დასადგენად საჭიროს.

გთხოვთ, შესაძლებლობის შემთხვევაში საქონელი შეფუთვით დააბრუნოთ, რათა ტრანსპორტირებისას არ დაზიანდეს. შეფუთვის არსებობა ხელშეკრულებაზე უარის თქმის პირობა არ არის.

6. თანხის დაბრუნების ვადა და წესი

თანხა ბრუნდება კანონით დადგენილ ვადაში, გადახდის იმავე საშუალებით, რომელიც გამოიყენეთ, თუ სხვა რამეზე არ შევთანხმდით. უფლება გვაქვს, თანხა დაგიბრუნოთ საქონლის უკან მიღების ან მისი გამოგზავნის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენის შემდეგ.

7. როდის არ ვრცელდება უარის თქმის უფლება

მიზეზის მითითების გარეშე ხელშეკრულებაზე უარის თქმის უფლება არ ვრცელდება მომხმარებლის ინდივიდუალური შეკვეთით ან ზომებით დამზადებულ საქონელზე. ასეთი საქონელი პროდუქტის გვერდზე მონიშნულია ნიშნით „ინდივიდუალური შეკვეთა“.

ეს არ ზღუდავს თქვენს უფლებებს საქონლის ნაკლის აღმოჩენის შემთხვევაში — იხ. გარანტია და უფლებები ნაკლის აღმოჩენისას.

Shopping Cart