Home › გარანტია და უფლებები ნაკლის აღმოჩენისას

გარანტია და უფლებები ნაკლის აღმოჩენისას

1. ვინ აგებს პასუხს საქონელზე

საქონლის ხელშეკრულების პირობებთან შესაბამისობაზე პასუხს აგებს გამყიდველი — შპს „ექსპო შოპ“ (ს/ნ 405273332), ქ. თბილისი, აკაკი წერეთლის გამზ. 49/51/51ა.

ხარისხთან დაკავშირებულ ყველა მოთხოვნას ვიღებთ ჩვენ, მაშინაც კი, როდესაც საქონელს მწარმოებელი ან მომწოდებელი აკეთებს ან ცვლის. საკუთარი სერვის-ცენტრი არ გვაქვს: შეკეთებასა და შეცვლას ვაორგანიზებთ მომწოდებლის მეშვეობით, თქვენ კი მხოლოდ ჩვენთან გაქვთ ურთიერთობა.

2. თქვენი უფლებები ნაკლის აღმოჩენისას

ნაკლის აღმოჩენის შემთხვევაში უფლება გაქვთ, მოითხოვოთ საქონლის უსასყიდლოდ შეკეთება ან შეცვლა. არჩევანი თქვენია, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არჩეული საშუალება საქონლის ბუნებიდან გამომდინარე შეუძლებელია ან არათანაზომიერად დიდ ხარჯს მოითხოვს.

  • შეკეთება ან შეცვლა ხორციელდება გონივრულ ვადაში. ვადა დამოკიდებულია საქონელსა და მწარმოებელზე — მას წერილობით გაცნობებთ მოთხოვნის მიღებისას.
  • „უსასყიდლოდ“ ნიშნავს, რომ საქონლის ხელშეკრულების პირობებთან შესაბამისობისთვის საჭირო ყველა ხარჯს, მათ შორის ფოსტის (მიწოდების), სამუშაო ძალისა და მასალების ხარჯებს, ვიხდით ჩვენ.

უფლება გაქვთ, მოითხოვოთ საქონლის ფასის შემცირება ან უარი თქვათ ხელშეკრულებაზე, თუ:

  • საქონლის შეკეთება ან შეცვლა შეუძლებელია;
  • გონივრულ ვადაში არ შევაკეთეთ ან არ შევცვალეთ საქონელი და დაკარგეთ ხელშეკრულების შესრულებისადმი ინტერესი;
  • საქონლის შეკეთებამ ან შეცვლამ მნიშვნელოვანი შეფერხება შეგიქმნათ.

თუ საქონლის ნაკლი უმნიშვნელოა, ხელშეკრულებაზე უარის თქმის უფლება არ გაქვთ, თუმცა სხვა უფლებები ძალაში რჩება.

3. კანონით გათვალისწინებული გარანტია

კანონით გათვალისწინებული გარანტიის ვადა — 2 წელი საქონლის მიღებიდან. მოქმედების ტერიტორია — საქართველო.

4. მწარმოებლის (კომერციული) გარანტია

ცალკეულ საქონელზე მწარმოებელი ან მომწოდებელი იძლევა კანონით გათვალისწინებულზე მეტი ვადის გარანტიას. მისი ვადა და გარანტორი მითითებულია პროდუქტის გვერდზე. მოქმედების ტერიტორია — საქართველო.

მწარმოებლის გარანტია მოქმედებს დამატებით და არ ზღუდავს თქვენს უფლებებს კანონით გათვალისწინებული გარანტიით. თქვენი მოთხოვნით, მწარმოებლის გარანტიის პირობებს მოგაწვდით წერილობით ან სხვა მდგრად მატარებელზე.

5. როგორ წარვადგინოთ მოთხოვნა

მოთხოვნის წარდგენა შესაძლებელია გარანტიის მთელი ვადის განმავლობაში. გირჩევთ, ნაკლის შესახებ აღმოჩენისთანავე გვაცნობოთ.

  • ელ-ფოსტა: exposhopge@gmail.com
  • ტელეფონი: +995 595 320 700
  • მისამართი: შპს „ექსპო შოპ“, ქ. თბილისი, აკაკი წერეთლის გამზ. 49/51/51ა

შესაძლებლობის შემთხვევაში მიუთითეთ შეკვეთის თარიღი და საქონლის დასახელება, აღწერეთ ნაკლი და დაურთეთ ფოტო.

6. გაყიდვის შემდგომი მომსახურება

საკუთარი სერვისი არ გვაქვს — შეკეთებისა და მომსახურების ყველა საკითხზე მოგვმართეთ ჩვენ (იხ. პუნქტები 1 და 5).

კარების მონტაჟს ასრულებენ დამოუკიდებელი ხელოსნები. შეგვიძლია ხელოსანი გირჩიოთ; მონტაჟის ღირებულებასა და პირობებს მასთან უშუალოდ ათანხმებთ — შპს „ექსპო შოპ“ ამ ხელშეკრულების მხარე არ არის.

Shopping Cart